შალვა ნათელაშვილი: „ირანი ვერ გაბედავს ამერიკაზე თავდასხმას ანუ თვითმკვლელობას“
06-01-2020, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანი ვერ გაბედავს მსოფლიო ლიდერზე თავდასხმას ანუ თვითმკვლელობას, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებულ მძაფრ მდგომარეობას.

 


„ჩვენ გარშემო დაძაბული ვითარებაა, მაგრამ ცოტა ზედმეტია პანიკა ომის გარდაუვალ დაწყებაზე. ომს, როგორც წესი, იწყებენ შედარებით თანაბარი სიძლიერის პოლუსები, რათა გაარკვიონ საბოლოოდ ვის ეკუთვნის ბურთი და მოედანი. ირანი ამერიკას ერთ ყლუპად არ ეყოფა, შესაბამისად, ის ვერ გაბედავს მსოფლიო ლიდერზე თავდასხმას ანუ თვითმკვლელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთში გამოვა მწყობრიდან მთელი ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა ბუშერის ატომური სადგურის ჩათვლით. კონფლიქტში გარდაუვალი მარცხი გამოიწვევს არსებული აიათოლათა რეჟიმის დამხობას, თუ ამას არ მოჰყვა ბელუჯების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და 30 მილიონი ირანელი აზერის აზერბაიჯანთან შეერთება, რა გეგმებიც კაი ხანია სადაც ჯერ არც არსებობს. რაც შეეხება ირანის ვითომ მოკავშირეებს, თურქეთი ნატოს წევრი და ეკონომიკურად სრულიად მანჰეტენზეა დამოკიდებული, თავი რომ დავანებოთ ირანულ შიიზმთან დაპირისპირებულ სუნიზმს, ხოლო რუსეთი ტრადიციულად თხასავით გაყიდის თეირანს და შეეცდება ამ ტრაგედიის ფონზე საოცნებო ინდოეთის ოკეანეს მიუახლოვდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი და პრაგმატიზმი გაიმარჯვებს. სადარდებელი ისევ ჩვენი ქვეყანაა, რომელსაც ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც სხვათაშორის ახალი შესაძლებლობაცაა, ჰყავს წერა-კითხვის უცოდინარი ვაჭრუკანა და მოღალატე ხელისუფლება”, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი