ლიბერთიმ ახალი წელი ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყო. ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდა.
ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში. ვასილ ხოდელი იკავებდა „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.
ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განაცხადა: "ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ვასილ ხოდელს და მივესალმო მის ჩვენს გუნდთან შემოერთებას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში"
"ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ბანკის განვითარების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს ლიბერთი ბანკის ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში." - განაცხადა ვასილ ხოდელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.