ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. მერმა თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი და წარმატებები უსურვა სამსახურებრივ საქმიანობაში.
ემზარ საბანაძის განცხადებით ახალი 2020 წელი გასულ წლებთან შედარებით ბევრად დატვირთული და საპასუხისმგებლო იქნება,ამიტომ თითოეული სამსახური გაორმაგებული ძალებით უნდა შეუდგეს საქმიანობას, რათა მერიის მუშაობა კიდევ მეტად ეფექტური და შედეგიანი გახდეს. მისივე თქმით მერია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით, ერთობლივი ძალისხმევით და გუნდური მუშაობით მიაღწევს სასურველ შედეგს.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.