ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მედიკამენტის უფასოდ მიღებას ის სოციალურად დაუცველები შეძლებენ, რომლებიც 100 ათას ქულამდე არიან შეფასებულები.
მედიკამენტის მისაღებად აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.
ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.