ქეთევან ციხელაშვილმა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა
06-01-2020, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა.

 

 

"მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, შობის დღესასწაული გამორჩეულია, დიდი სიხარულის მომტანი და მინდა ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ნათლისღებასთან ერთად აღინიშნება. თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს ვუსურვებ, პირველ რიგში, მშვიდობას, რადგან ეს ყველაზე მაღალი ფასეულობაა, კეთილდღეობას, განვითარებას და რა თქმა უნდა, ოჯახების სიძლიერეს, რაც მთელი ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.

 

 

ამ უბანში, ამ ეზოში, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალა, განვითარებისა და სტაბილურობის ძალა ჩვენი მრავალფეროვნებაა. ქვეყნის სიძლიერე თითოეული მოქალაქის სიძლიერეა. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანა ის არის, რომ თითოეულს ჰქონდეს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვისა და რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა.

 

 

რა თქმა უნდა, იმ ძალიან დიდ ტრადიციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და საქართველოს თითოეულ კუთხეს მისი მრავალფეროვნებით გამოარჩევს, ვუფრთხილდებით და გავუფრთხილდებით, გვეამაყება და მომავალში ეს იქნება ჩვენი განვითარების  მყარი საძირკველი და საფუძველი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი