გიორგი გახარია: „პატრიარქმა ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენი ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას“
07-01-2020, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატრიარქმა ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენი ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას.

 

 

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

 

 

„შობა იმედების, სიკეთის დღესასწაულია, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების. ამ იმედებით ვხვდებით ჩვენ ამ დღესასწაულს და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების აღსრულება. უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული აი ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა. მან პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი. საბოლოო ჯამში, მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვაქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ იყო. ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მას, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე, სიკეთის და იმედის დღე. თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო ყველა ის იმედები, რომლითაც დღეს ჩვენ აღვივსეთ პატრიარქის ეპისტოლის შემდგომ, აგსრულებოდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი