2016 წლის თებერვლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ქართული სერთიფიკატით გავა
04-09-2015, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2016 წლის თებერვლიდან, ქართული თაფლი შეიძლება გავიდეს ევროპულ ბაზარზე ქართული სერთიფიკატით, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


მინისტრის განცხადებით, მას სურს მიულოცოს ყველა მეფუტკრეს და მთელ საქართველოს, ვინაიდან დაიწყო მეფუტკრეობის დარგის აღორძინების პროცესი. დანელიას განცხადებით, ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.


“ჩვენ ასევე მივიღეთ კოოპერირების შესახებ ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ გარემოებას, რომელიც დაგროვდა ჩვენს პრაქტიკაში მეფუტკრეების ხელშეწყობის კუთხით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 70%-იან თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან როგორც არსებული, ისე მათთან დისტრიბუციის შედეგად მიღებული სკების იდენტიფიკაციას, რათა იყოს მიკვლევადი და დაცული ყველა ნორმა და სტანდარტი, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, შესაბამის კონსულტანტებს მოიწვევენ და დაიქირავებენ იმისათვის, რომ შესაბამისი კონსულტაციები გაუწიონ და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს სტანდარტების მისაღწევად.

 


სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ მოახდენს თაფლის ინსპექტირებას, შემოწმებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას კოოპერატივებისთვის.


“ჩვენ ვფიქრობთ, მომდევნო წლის თებერვლისთვის ქართული თაფლი შეეძლება გავიდეს ევროპულ ბაზარზე ქართული სერტიფიკატით, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული”, – განაცხადა დანელიამ.


მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს კოოპერირების კუთხით გადაწყვეტილება, თუმცა უკვე დაწყებულია მუხურში საველე სადგურის სამუშაოები, რომლის პროექტიც თითქმის დასრულებულია და ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი