მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.