შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქ. ამბროლაურში ალილო მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.
მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.
შობის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.