ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა და ხალხი იყოს ბედნიერი, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოსთან, სადაც ალილოს მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ.
პატრიარქმა მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო საჩუქრები გადასცა.
„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობა – ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება, რომელიც დღეს აქ გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გილოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.