დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ათასობით სირიელი ლტოლვილის მიღებაზე მზადყოფნა გამოხატა
04-09-2015, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთი მზადაა დამატებით ათასობით სირიელი ლტოლვილი მიიღოს. BBC -ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა.


ქამერონს  კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ იმ ლტოლვილებს შეიფარებს, რომლებიც სირიის სასაზღვრო რეგიონებში მდებარე ბანაკებში არიან და არა მათ, რომლებიც უკვე ევროპაში იმყოფებიან.

 

 

ქამერონის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი რამდენიმე დღის წინათ სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარყოფითი აზრის დააფიქსირება, რაც დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის და საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა.


გაერო-ში კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 200 000-200 000 ლტოლვილი უნდა მიიღონ. ევროკავშირი უკვე რამდენიმე თვეა მიგრანტების კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. სირიელი მიგრანტების საკითხი კი მსოფლიო ყურადღების ქვეშ რამდენიმე დღის წინათ მოექცა, როდესაც ტალღამ თურქეთის სანაპიროებთან სირიელი ბავშვის ცხედარი გამორიყა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი