ირანს არ სურს ესკალაცია, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.
„ირანმა მიიღო და აღასრულა პროპორციული ზომები თავდაცვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლით და დარტყმა განახორციელა ბაზაზე, საიდანაც მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ჩვენი მოქალაქეებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე.
დღეს, გენერალ ყასემ სულეიმანის დაკრძალვის შემდეგ, ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სარაკეტო დარტყმის სამიზნე, ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა. პენტაგონის ცნობით, თავდასხმა 2 ობიექტზე მოხდა. როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.