რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ყვარელსა და ლაგოდეხში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა - რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით ტარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგულარულად განახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოიფხვრას სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაძლო ხარვეზები.
სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან, დაახლოებით 600-600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო 135 ახმეტის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა შემოდგომა-ზამთრის სეზონს კახეთის რეგიონის მოსახლეობა გადახურულ სახლებში შეხვდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.