ბოკერიამ და სააკაშვილმა თავის დროზე შექმნეს სია, რომელშიც საზოგადოების დიდი ნაწილი იყო შესული, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, გეგმავს სპეციალური პლატფორმის შექმნას, სადაც ბოკერია-სააკაშვილის მიერ შექმნილ სიაში მყოფი მოქალაქეები საკუთარი მონაცემების დაფიქსირებას შეძლებენ.
ხაინდრავა მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ, წარადგინონ საკუთარი მონაცემები და შევიდნენ სიაში, რომელსაც მოგვიანებით საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგენენ.
5 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით შექმნილმა გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურმა კომისიამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეადგინა, სადაც ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე) და ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი) შეიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.