დონალდ ტრამპი: „ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი და ზუსტია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს მათი გამოყენება“
08-01-2020, 21:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები შენარჩუნდება.

 

 

„ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე მინიმალური ზარალია. ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის. ის დრო დასრულდა, როცა ირანი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენდა.

 


ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ბაზაზე თავდასხმაში. ის გეგმავდა ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ. უნდა შეგვეჩერებინა დიდი ხნის წინ, ასე ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. სანქციები იქამდე დარჩება, სანამ ირანი კურსს არ შეიცვლის. ირანი საფრთხეს უქმნის ნავთობტანკერებს, თავს დაესხა მათ და ასევე ჩამოაგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში.

 


ბირთვულმა შეთანხმებამ ირანს ბირთვული ამბიციები გაუღვივა. დრო გავიდა და შეთანხმების მონაწილეებმა უნდა აღიარონ ეს. ირანი შეიძლება იყოს დიდებული ქვეყანა. ცივილიზებული სამყარო უგზავნის სიგნალს, არსებული კურსი ვერ გაგრძელდება. ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის საქმეებში. ჩვენ ნავთობისა და გაზის პირველი მწარმოებლები ვართ მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთის ნავთობი არ გვჭირდება. ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ არ გვსურს მათი გამოყენება. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც მონსტრი იყო და ბევრ ადამიანს ხოცავდა. ჩვენ ISIS-ის ათობით ათასი წევრი მოვკალით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამის მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი