საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
მთავრობის სხდომა პრემიერ მინისტრმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყებას მიღებული აქვს დავალება, სრული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დაძაბულობის ზონაში იყოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ყველას ყურადღება იყო მიპყრობილი იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან და დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რომ სრულად იყოს გაანალიზებული საფრთხეები, რომელიც შეიძლება, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, მისი წარმომადგენლობების – საკონსულოების, საელჩოების საშუალებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დღეს იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული დახმარება აღმოუჩინოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.