„ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ბრალდება არ ეკადრება" - არსენი იაცენიუკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს
04-09-2015, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და მას „ცრუ ბრალდება“ უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ოლიგარქების მხრიდან ზეწოლას განიცდის.


„ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ბრალდება არ ეკადრება. მე მესმის, რომ მას ძალიან უჭირს, მაგრამ ჩვენ ყველას გვიჭირს. ემოციები და უსაფუძვლო ბრალდებები ხელს აძლევთ იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაში რეალურ ცვლილებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა იაცენიუკმა.


ამასთანავე, იაცენიუკმა სააკაშვილს კორუფციასთან ბრძოლის საკითხში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. ხუთშაბათს „მე-5 არხთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იაცენიუკის მთავრობა რეფორმებს არ ატარებს, ხოლო კორუფციამ მთავრობაში ახალი ფორმები შეიძინა და უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ერთ-ერთ მაგალითად სააკაშვილმა სახელმწიფო საავიაციო სამსახურის უფროსის დენის ანტონიუკის მაგალითი მოიყვანა, რომელიც მან კორუფციაში დაადანაშაულა, მაგრამ ჩინოვნიკი საკუთარ პოსტზე დარჩა. სააკაშვილის აზრით, იაცენიუკი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს იღებს. „უკრაინის მთავრობას ოლიგარქიული ინტერესები აკონტროლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი