ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა ზამთრის კურორტებზე წლის დასაწყისში შექმნილი გარკვეული გართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც წყალმომარაგების თვალსაზრისით იყო, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. გიორგი გახარიას თქმით, გამომწვევი მიზეზები უკვე ცნობილია. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი პრევენციული მუშაობა.
„ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო, როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები. გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები აღარ გვქონდეს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.