თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ახალი ზოოპარკის შესხებ დღეს, 3 სექტემბერს "კვირის" პრესკლუბში ზურაბ გურიძელიძემ, ზოოპარკის დირექტორმა ისაუბრა.
იმის მიუხედავად, რომ თბილსის ზოოპარკი 13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად სამ თვეში, 13 სექტემბერს დამთვალიერებლებისთვის სიახლეებით იხსნება, მისი გადატანის პროცესი, როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, დაწყებულია - ამჟამად გენერალური გეგმა იწერება და ვოლიერების დაპროექტების პროცესს იწყებენ.
თბილისის ახალი ზოოპარკი, შესაძლოა, ევროპის ქვეყნების უდიდეს ზოოპარკებს შორის აღმოჩნდეს. თუკი არსებული ზოოპარკი წყალდიდობამდე 9 ჰექტარზე იყო განთავსებული, ახალი- დაახლოებით 6-ჯერ დიდი იქნება [ბერლინის ზოოპარკი, რომელიც ევროპაში უდიდესი ზოოპარკია, 25 ჰექტარზეა გაშენებული.
"წინასწარი ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის ტერიტორია წყლით დაფარული თხრილებით იქნება, რაც ეფექტური სანახაობას ქმნის. საფარი პარკის ელემენტები იქნება. ზოგიერთ ცხოველთან არ არის გამართლებული, რომ თუნდაც მანქანით მოხდეს ხალხის შესვლა ასეთ ადგილებში, ეს რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩლიქოსნების შემთხვევაში განთავსდება ასეთი ელემენტები. ამასთან, ყველა ვოლიერი იქნება კომფორტული", - ამბობს ზურაბ გურიელიძე.
ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ახალი ზოოპარკი სულ მცირე 3 წელიწადში გაიხსნება, იქამდე ძალიან ბევრი საფეხურია გასავლელი.
"ამ წელს ტერიტორიის შემოღობვა თუ მოხდა იმ 2 მილიონით, რომელიც თბილისის მერიამ უკვე გამოყო, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება".
რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ასაშენებლად საჭირო თანხებს, გურიელიძე ამბობს, რომ პროექტების შესაბამისად დაიგეგმება ბიუჯეტი, თუმცა, სავარაუდოდ, დაახლოებით 50-60 მილიონი დოლარი იქნება ამისთვის საჭირო.
ძირითადი თანხები, მისივე განმარტებით, უცხოელი დონორებისა და ფონდებისგან იქნება მოზიდული. მათი ნაწილი, როგორც გურიელიძე ამბობს, უკვე მზად არის ვოლიერების მშენებლობაში აღმოუჩინოს ახალ ზოოპარკს ფინანსური დახმარება.
ზოოპარკის გადატანის შემდეგ ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორია, ოფიციალური ინფორმაციით, მწვანე ზონად გამოცხადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.