საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა. მანიფესტაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში იმართება.
დემონსტრაციების გამო, საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები რამდენიმე ათეული ქალაქის ქუჩებში არიან გამოსულები.
საყოველთაო გაფიცვა საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულმა საპენსიო რეფორმამ გამოიწვია, რომელიც უნივერსალური საპენსიო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს და ის უკვე 36-ე დღეა გრძელდება.
ახალი საპენსიო სისტემის თანახმად, საპენსიო ასაკი 62-ის ნაცვლად 64 წელი გახდება. ამასთან, გაუქმდება ე.წ. განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც დასაქმებულების გარკვეულ ნაწილს პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობას აძლევდა.
ქვეყნის პროფკავშირები, მათივე განცხადებით, გაფიცვას მანამ გააგრძელებენ, სანამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას უკან არ გაიწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.