თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი შეცდომით ირანმა ჩამოაგდო, - აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა ამერიკული წყარო ავრცელებს.
აშშ-ის ხელისუფლება სატელიტის მიერ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე ვარაუდობს, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა.
CBS News-ი აღნიშნავს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი შუქი იპოვა, რომელსაც სხვა აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა.
ირანში კი აცხადებენ, რომ კატასტროფა ტექნიკურმა მიზეზებმა გამოიწვია.
თეირანში, 8 იანვარს მომხდარ ავიაკტასტროფას უკრაინული თვითმფრინავის 167 მგზავრი ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.