აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გაწევრიანების ინიციატივით გამოდის.
„ამას შეიძლება, ვუწოდოთ ნატო პლუს ახლო აღმოსავლეთი (NATO+ME). ძალიან ლამაზი სახელია. სახელების შერჩევა კარგად გამომდის“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, NATO უნდა გაფართოვდეს და იქ აღმოსავლეთი უნდა მიიღონ.
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის ინიციატივით თეთრ სახლში 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.
ამავე თემაზე ის მოგვიანებით NATO-ს გენერალურ მდივანს იენ სტოლტენბერგს ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, სტოლტენბერგი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ NATO-ს შეუძლია, მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონის სტაბილურობაში და ტერორიზმთან ბრძოლაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.