საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა
04-09-2015, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 36-ე წუთზე ლევან მჭედლიძის გადაწოდებით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ კახა ცხადაძის გუნდს 6 ქულა მოუგროვდა და შესარჩევ "დე" ჯგუფში კვლავ ბოლოს წინა, მეხუთე ადგილზე იმყოფება.

 

 

საქართველო-შოტლანდიის შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს, სტადიონი მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო სავარაუდოდ უკმაყოფილოდ დატოვა. მან ხელი არ ჩამოართვა კახა ცხადაძეს და სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელში გაემართა და მოედანი დატოვა.

 

 


შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან 7 სექტემბერს გამართავს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი