ჯუმბერ კირვალიძე: „საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ პოლიტიკას ახორციელებს, ქართული საზოგადოება კი ვერ აცნობიერებს იმ საშიშროებას, რასაც ისლამური სამყაროს წარმომადგენელთა მიერ, საქართველოში კერძო საკუთრების მასობრივი შეძენა ჰქვია”!
11-01-2020, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1122 წელს, დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და თბილისის საამირომ, რომელიც არაბთა ბატონობის შედეგად შეიქმნა, თავისი ლამის 400 წლიანი (736 - 1122წწ.) არსებობა შეწყვიტა! დღეს კი, რა ხდება? რაც ხმლით ვერ შეძლო მტერმა, ახლა "თავისუფალი ბაზრის და ბიზნესმენების" მეშვეობით ახერხებს, რაშიც ფულზე სულგაყიდული ქართველები ეხმარებიან! დავითის და ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნების მანძილზე სისხლით დაცულ სამშობლოს, დღეს ფულზე ვყიდით და "კარს ვუღებთ" მუსლიმებს, თანაბრად, სუნიტებს და შიიტებს! დიახ, არაბული, ირანული, თურქული დიდძალი ფინანსები შემოდის ქვეყანაში (მათ შორის "შავი ფული", რომელსაც საქართველოში "ათეთრებენ" და "ინვესტიციებად" წოდებული მოდებულია ყველფერზე: მიწა, უძრავი ქონება, სათამაშო ბიზნესი და სხვა!) და ეს მდგომარეობა თუ გაგრძელდება, მაშინ ტრაგიკულად დამთავრდება საქართველოსთვის! მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სამართლით კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ამის არ გათვალისწინება ჩვენისთანა მცირერიცხოვანი, ღარიბი ერისთვის კატასტროფის ტოლფასია, რადგანაც მდიდარ მაჰმადიანებზე გაყიდულს ვეღარ გამოვისყიდით და სამუდამოდ დავკარგავთ! მიმაჩნია, რომ ამ სასიცოცხლო საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ პოლიტიკას ახორციელებს, ხოლო ქართული საზოგადოება კი, სრულად ვერ აცნობიერებს იმ ეროვნულ საშიშროებას, რასაც საქართველოში ისლამური სამყაროს მოქალაქეთა მიერ კერძო საკუთრების მასობრივი შეძენა ჰქვია! ამიტომ, მოცემულ არასახარბიელო სიტუაციაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული საზოგადოების გამოფხიზლებას, მის მტკიცე და შეუვალ ეროვნულ პოზიციას, თორემ ყველაფერი დაგვიანდება და "ერთ მშვენიერ დღეს", - ირანელები აღმოსავლეთ საქართველოს მიისაკუთრებენ, თურქები კი დასავლეთს, ხოლო 800 წლიანი წყვეტის შემდეგ, არაბები თბილისის საამიროს აღადგენენ და დანიშნავენ ამირად, რომელიმე იმდროინდელი არაბული დინასტიის, - "შუაბიანთა, შაბანიანთა, ან ჯაფარიანთა" შთამომავალს!!!

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 2
#2   ნინო
      
აიკრძალოს უცხოელებზე უძრავი ქონების და მიწების გაყიდვა...ნუ გაიწყვიტავთ შუბლის ძარღვს ფულის გამო და ნუ დაღუპავთ საქართველოს და ქართველ ერს....
11 იანვარი 2020 10:52
#1   ჯანსუღ ბაბუნაშვილი
      
კატასტროფაა რაც ქვეყანაში ხდება უცხო თესლი ღვივის და ჩვენ ერთმანეთს ვმტრობთ. კატეგორიულად უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის მიყიდვა და არა მარტო მიწის, უძრავი ქონების, თორემ დავჩებით უმცირესობაში, თუ უკვე დარჩენილი არ ვართ.
11 იანვარი 2020 02:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი