თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
როგორც სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" განაცხადეს, თბილისის მერიას არ აქვს თავისი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რა პრიორიტეტებია თბილისისთვის, როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი და ა.შ.
"შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, წარუმატებელ ექსპერიმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მერია არის ცოცხალი ორგანიზმი და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება, ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, თუ იქნება საჭირო სისტემური და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, ეს უნდა განხორციელდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.