ჩვენი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ რუსული აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, ის ასევე იქცა ირანული დემოგრაფიის სივრცედ, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი ულტიმატუმს უყენებს ბიძინა ივანიშვილს, ერთ კვირაში დაწესდეს სავიზო რეჟიმი ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონში დასვამს საკითხს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია და წულაია ანტიირანული სანქციის ფარგლებში მოექცნენ.
„ასეულ ათასობით ირანელი მიგრანტი უკვე დაფუძნებულია საქართველოში. საკმარისია მსხვილი მასშტაბის ომი და ეს ასი ათასი მილიონად იქცევა, რის შედეგადაც საქართველოსგან მხოლოდ მოგონება დარჩება. ამ ყველაფერის სათავეში დგას ოლიგარქი ივანიშვილი, თბილისის მერი კალაძე, მათი ამფსონები – დეპუტატები ოდიშარია და წულაია, მმართველის დეიდაშვილი მამაცაშვილი, რომლებსაც სამშენებლო ბიზნესის, სახლების გასაყიდად სჭირდებათ კლიენტურა, რაც ირანულ ბაზარზე ნახეს და ამ ქვეყანასთან ირანული რეჟიმი დააწესეს, როცა ყველა ოდნავ ნორმალური სახელმწიფო ერიდება საზღვრების გახსნას ირანისთვის, რადგან იქ მცხოვრები 85 მლნ ადამიანისგან, მომდინარე კრიზისების გამო, ყოველი მეორე ოცნებობს ემიგრაციაზე და პირველ რიგში მეზობელ საქართველოში. ულტიმატუმს ვუყენებ ბიძინა ივანიშვილს, ერთ კვირაში დაწესდეს სავიზო რეჟიმი ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავსვამთ საკითხს ვაშინგტონში, რათა ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია, წულაია მოექცნენ ანტიირანული სანქციის ფარგლებში, მით უფრო, რომ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა უკვე დააკავშირა რუსეთის და ირანის ელექტროსისტემები ერთმანეთს, რის გამოც გადათხარეს და გაანადგურეს თერგის და არაგვის ხეობები.
ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საქართველოს არსებობა ისტორიულად ირანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა. სხვამ კი არაფერმა მოგვაქცია რუსეთის შემადგენლობაში. ეს იყო ირანის თავდასხმები, მათი მცდელობა, აქ ჩაესახლებინა ყიზილბაშები და მათი რჯულის ყველანაირი თვისტომნი და აქედან გაესახლებინათ ქართველები. ფერეიდანია ამის მაგალითი. მათი ყველა შაჰი აქ მოდიოდა იმისთვის, რომ საქართველო გადაექციათ ირანული სივრცის ნაწილად, რაც მათ ვერ შეძლეს, დღეს ამას აკეთებს ქართული სახელმწიფო ოლიგარქ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რათა მან და მისმა გარემოცვამ აქედან ოფშორებში გატანილ ქონებას კიდევ დაამატოს მილიარდები“, - აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.