ჯუმბერ კირვალიძე: „რუსეთის მიზანია „სოხუმის ცხინვალიზაცია“, ანუ ოსების მსგავსად აფხაზების „თხოვნა” რუსეთის ფედერაციაში მიღებაზე“!
13-01-2020, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთში არსებულ გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების და ოპოზიციის, აგრეთვე, ექსპერტ-ანალიტიკოსთა მოსაზრებებს გავეცანი და ერთ საღ აზრს ვერსად "წავაწყდი", გარდა პოლიტფანტაზიებისა... რეალობა კი შემდეგია, აფხაზეთში ყველაფერი მიდის "პო პლანუ", რომელიც ვიზირებულია პუტინის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოდან, რაც გაგრძელებაა იმ სტრატეგიისა და ტაქტიკისა, რომელსაც 1994 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსები გეგმაზომიერად ახორციელებდნენ აფხაზეთთან მიმართებით!

 

 

მოკლედ ვიტყვი, მთელი ეს წლები, ოკუპანტი რუსეთის მიზანი იყო, არის და იქნება (რასაც, სავარაუდოდ მიაღწევს!), აფხაზებში იმედგაცრუების გაღვივება, რომ ისინი ოდესმე "დამოუკიდებელ სახელმწიფოს ააშენებენ", რის შედეგადაც - აფხაზთა უმრავლესობა ნებაყოფლობით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებას, ანუ ეს არის "სოხუმის ცხინვალიზაცია", აფხაზთა და ცხინვალელ ოსთა "სანუკვარ სურვილთა დამთხვევა (რფ-ში შესვლა!), მათი ერთ სიბრტყეში მოქცევა"! აი, ამ მიზნისთვის, რუსების მიერ კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება ყველაფერი აფხაზეთში, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება, მითუმეტეს, საქართველოს ხელისუფლებების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის, უუნარობის, არაადექვატურობის და პოლიტიკური დეგრადირების პირობებში!!!

 

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ალბათ მკითხავთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ შეინარჩუნოს პერსპექტივა აფხაზეთის დაბრუნებისა საქართველოს იურისდიქციაში, რაც შესაძლებელია მხოლოდ აფხაზთა და ქართველთა შეთანხმების, ანუ დიდი შერიგების შემთხვევაში! საქმე ის გახლავთ, რომ ამ მრავალწლიანი და ურთულესი პრობლემის ფესვები ისე ღრმადაა წასული, იმდენი ქართულ-აფხაზური სისხლი დავღვარეთ, რომ მისი მარტივად გადაწყვეტა შეუძლებელია, მაგრამ არც დამატებითი სირთულეების ხელოვნურად შექმნა არ უნდა ხდებოდეს, რადგანაც ეს ბადებს საფუძვლიან თუ უსაფუძვლო ეჭვებს, ძირს უთხრის ისედაც არ არსებული ურთიერთ ნდობის აღდგენის უმცირეს შანსებს! დღეს, აფხაზების გონიერი ნაწილი ზუსტად აცნობიერებს იმ საშიშროებას, რაზედაც ზევით ვისაუბრეთ და იგი გამოსავლის ძიებაშია, ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ან არაფერს სთავაზობს მათ, გარდა არაერთხელ გადამღერებული პოზიციისა (აფხაზეთის უპირობო დეოკუპაცია და საქართველოს იურისდიქციის უპირობო აღდგენა), რასაც აფხაზები არასდროს დათანხმდებიან!

 

 

ჩემი აზრით, საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს არაორდინალურ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ხედვას, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთ კომპრომისზე დაფუძნდება და რაც რუსეთის ფაქტორს სრულად გაანეიტეალებს, რადგანაც აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთთან შეთანხმებული პოზიცია ექნებათ! გამომდინარე აქედან, როდესაც 80 000 აფხაზი საბოლოდ დარწმუნდება მათი "დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს აშენების" უპერსპექტივობაში და რუსების მიერ, 140 მილიონიანი რუსეთის ფედერაციაში "ნებაყოფლობით შეყვანის გარდაუვლობაში", აი, ამ "პოლიტიკური მომენტისთვის" აფხაზებს საქართველომ უნდა შესთავაზოს "იგივე პირობები, რასაც რუსები სთავაზობენ, ოღონდ პატარა განსხვავებით", - აფხაზები (რესპუბლიკა აფხაზეთი) შევლენ 4 მილიონიანი საქართველოს ფედერაციაში, სადაც მათი თვითმყოფადობის გადარჩენის და განვითარების შანსი შეუდარებლად დიდია, თავად განსაჯონ (მარტივი არითმეტიკაა), სად 140 და სად 4 მილიონი მოსახლეობა! დიახ, აფხაზებმა დღესვე უნდა იცოდნენ, როგორ ურთიერთობებს და ამის საფუძველზე მათი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება - განვითარების პოლიტიკურ და სხვა გარანტიებს ვთავაზობთ ქართველები!..

 

 

P.S. ადრე, აფხაზი სეპარატისტები ამბობდნენ, - "ზღვაში (საქართველო) დახრჩობას, ოკეანეში (რუსეთი) დახრჩობა ჯობიაო"! - დღეს კი, არა მგონია ამ ჭკუაზე იყვნენ, "დახრჩობა" არცერთ ხალხს არ უნდა, ამიტომ, იმედია მიხვდებიან, ჩვენც დავეხმაროთ, თორემ ისე მისდით საქმე, რომ "ოკეანე და ზღვა" უკან დარჩებათ და "ტბაში" ("სევანი", - აფხაზეთში რიცხობრივად მზარდი სომეხი მოსახლეობა!) ამოყოფენ თავს!!!...

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 1
#1   david
      
ვინ კითხავს აფხაზეთს... ნუთუ არც ის ვიცით რომ აფხაზები როგორც ცალკე ეთნიკური ჯგუფი არ არსებობს და არიან, შეგნებული იმპერიული პოლიტიკის მიერ გარუსებულია დამიანები? და არც ის ვიცით რომ აფხაზი ქართულად ნიშნავს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანს და არა დამოუკიდებელ ეთნოსს რისი დანერგვაც უნდა იმპერიულ პოლიტიკას? და რომ აფხაზი შეიძლება იყოს და არიან მეგრელების, სვანების, გურულებიდ, კახელების გვარის ადამიანები? და არც ის ვიცით რომ რასაც ფიქრობს და აკეთებს კრემლი ის არის აფხაზეფის აზრი და ქმედების საფუძველი და რეალურად აფხაზები ვერაფერს გადაწყვეტავენ და ვერც იფიქრებენ? აქედან გამომდინარე ძირითადში ანალიზი არ შეეფერება რეალობას, როდესაც საუბარია აფხაზი ეთნოსის შეხედულებებზე, ინტერესებზე თუ აზრზე - ესეთი რამ არ არსებობს... ერთადერთი ეკონომიკური მიდგომებით თუ მოხერდდება აფხაზების ,,აზრზე" მოსვლა...

ვინ კითხავს აფხაზეთს... ნუთუ არც ის ვიცით რომ აფხაზები როგორც ცალკე ეთნიკური ჯგუფი არ არსებობს და არიან, შეგნებული იმპერიული პოლიტიკის მიერ გარუსებულია დამიანები? და არც ის ვიცით რომ აფხაზი ქართულად ნიშნავს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანს და არა დამოუკიდებელ ეთნოსს რისი დანერგვაც უნდა იმპერიულ პოლიტიკას? და რომ აფხაზი შეიძლება იყოს და არიან მეგრელების, სვანების, გურულებიდ, კახელების გვარის ადამიანები? და არც ის ვიცით რომ რასაც ფიქრობს და აკეთებს კრემლი ის არის აფხაზეფის აზრი და ქმედების საფუძველი და რეალურად აფხაზები ვერაფერს გადაწყვეტავენ და ვერც იფიქრებენ? აქედან გამომდინარე ძირითადში ანალიზი არ შეეფერება რეალობას, როდესაც საუბარია აფხაზი ეთნოსის შეხედულებებზე, ინტერესებზე თუ აზრზე - ესეთი რამ არ არსებობს... ერთადერთი ეკონომიკური მიდგომებით თუ მოხერდდება აფხაზების ,,აზრზე" მოსვლა... და უმთავრესი რაც არის საქართველომ მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად უნდა მოითხოვოს დევნილების სახლებში დაბრუნება და დემოკრატიული ცვლილებები, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის საყოველთაო პრინციპების დაცვა და დანერგვა აფხაზეთში - რუსეთი და ვერც ვერავინ ვეწრაფრით, ვერანაერი ლოგიკით ვერ გაამართლებს დისკრიმინაციუ დამოკიდებულებას ქართველების მიმართ და გენოციდს - რაც უნდა იყოს ქართული პოლიტიკის საფუძველი...
13 იანვარი 2020 06:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი