„მე ვარ მილიონობით დაჩაგრულ ქალს შორის“ - ირანი ოლიმპიადის პრიზიორმა ერთადერთმა ქალმა დატოვა
13-01-2020, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

21 წლის ირანელმა ტაეკვანდოისტმა, კიმია ალიზადემ ირანი დატოვა. მან განცხადება „ინსტაგრამის“  საკუთარ გვერდზე გააკეთა.

 

 

ირანელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის ირანში მილიონობით დაჩაგრულ ქალს შორის ერთ-ერთია.

 

 

„ისინი მაგზავნიდნენ იქ, სადაც თავად სურდათ. მეცვა ის, რასაც ისინი მეუბნებოდნენ. ვიმეორებდი მათ თითოეულ წინადადებას. ისინი ჩემს ექსპლუატაციას ეწეოდნენ, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევდნენ“, – დაწერა სპორტსმენმა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ირანის მთავრობა ერთდროულად ხარობდა მისი გამარჯვებებით და აკრიტიკებდა სპორტის ამ სახეობის არჩევისთვის.

 

 

 

„მათ ნებას რომ დავყოლოდი, შემეძლო მომეხვეჭა სიმდიდრე და ძალაუფლება, მაგრამ ზურგი ვაქციე მათ. ადამიანი ვარ და მინდა, კაცობრიობის ერთგული დავრჩე. ყველაფერი, რაც მე მინდა, ტაეკვანდოში ვარჯიში, უსაფრთხოება და ბედნიერი ცხოვრებაა“, – განაცხაა ალიზადემ.

 

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უფრო რთულია, ვიდრე ოლიმპიური მედლის მოპოვება. სპორტსმენი წერს, რომ ევროპაში გაემგზავრა, მაგრამ არ დაუზუსტებია – სად. 

 

 

2016 წელს ტაეკვანდოისტმა ალიზადემ ბრინჯაო მოიპოვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე. ის არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ირანელი სპორტსმენი ქალი, რომელსაც მედალი აქვს მოპოვებული ოლიმპიადაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი