"თავისუფალი დემოკრატები" იმერეთის გუბერნატორს მოუწოდებენ, წყალტუბოში არსებულ მდგომარეობაში გაერკვეს
05-09-2015, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და იქ არსებულ ნეპოტიზმზე განცხადებას აკეთებენ. ამ თემაზე დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა დღეს წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე მაია შალამბერიძესა და ფრაქციის წევრ რატი ჟორჟოლიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და იმერეთის გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებში გაერკვეს და რეაგირება მოახდინოს.

 

 

"2015 წლის იანვარში წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი და რასაც კენჭისყრისას "თავისუფალი დემოკრატებიც" დაეთანხმნენ. როგორც აღმოჩნდა, გამგეობამ ეს კეთილშობილური იდეაც გამოიყენა იმისთვის, რომ ცენტრში დასაქმებულიყვნენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები. დღემდე მიმდინარეობს იმ შენობის რემონტი, რომელშიც ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი უნდა განთავსდეს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ფუნქციონირებს, სოლიდური ხელფასებია გამოწერილი დირექტორზე, მის მოადგილესა და ბუღალტერზე. სხვათაშორის, დირექტორის მოადგილედ გამგებლის მოადგილის მეუღლე დაინიშნა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომლის თქმითაც, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღნიშნულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები ყველაზე მაღალია, რაც ზოგადად გაიცემა წყალტუბოს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომელზე.

 

 

ცაგარეიშვილი თვლის, რომ აღნიშნული ფაქტის განზოგადება შეიძლება მთელ იმერეთსა და სრულიად საქართველოზე.

 


"მე მესმის, რომ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ამ ბოლო დროს ყველა კეთილშობილური იდეა ასეთ მახინჯ სახეს იღებს. თქვენ რომ ყურადღებით შეისწავლოთ ვინ მუშაობს აიპ-ებში, შპს-ებში, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, მარტივად მიხვდებით, რომ უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანები არიან "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების, გამგებლების, მათი მოადგილეების, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების მეუღლეები, მამები, დედები და ა.შ. ყველაფერი ისევ უბრუნდება შორელ 90-იან და ავად სახსენებელ 2000-იან წლებს, როცა შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობების პერიოდშიც ასე იმართებოდა რაიონები. მინდა მივმართო იმერეთის გუბერნატორს, გაერკვეს რა ხდება - ნუთუ სხვა მიმართულებით არ შეიძლებოდა თანხების გადამისამართება?" - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი