კახაბერ გვანცელაძემ საბავშვო ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა
13-01-2020, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მდებარე N55, N4 და N150 ბაგა-ბაღებში მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა. სამივე ბაღის გამაგრების სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, მათგან N150 ბაღმა სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განაახლა და იქ ამჟამად, გარე-პერიმეტრზე დარჩენილი სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება N55 და N4 ბაღებს, ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები შედარებით გრძელვადიანია. ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

„N4 და N55 ბაღების შენობების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მათი პროექტები წელიწადზე მეტ პერიოდზე იყო გათვლილი და სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. N55 ბაღი ალტერნატიულ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, ხოლო N4 ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღშია გადანაწილებული, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი ამ პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, არ ფერხდება,“ - განმარტა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი