ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და მასთან არსებული საკვირაო სკოლის ორგანიზებით საელჩოს შენობაში საზეიმო მიღება გაიმართა.
მიღებაზე საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ და საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა სიტყვით მიმართეს მოწვეულ სტუმრებს. მათ ღონისძიების მონაწილეებს მიულოცეს შობა-ახალი წელი და ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება.
მიღებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „შარა“, რომელიც დიასპორული ორგანიზაციების „იმედისა“ და „ბაგრატიონის საზოგადოების“ მოწვევით იმყოფება და კონცერტებს მართავს ნიდერლანდების სამეფოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.