შალვა ნათელაშვილი: „მოვუწოდებ სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მონრეალში, აკრძალონ ფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ გაიხსნება ახალგორის გზა დანარჩენ საქართველოსკენ“
14-01-2020, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტები“ ოკუპირებულ ახალგორში არსებული ჰუმანიტარული პრობელემების გასაპროტესტებლად სოფელ ოძისთან ჩავიდნენ. პარტიის ლიდერმა,შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოყონ კომისია და შეისწავლონ არსებული ჰუმანიტარული ვითარება, ხოლო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას _ აკრაძალონ საერთაშორის ფრენები ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერი სივრცეში, ახალგორის გზის გახსნამდე.

 

 

„მეხუთე თვეა პრეზიდენტმა პუტინმა მძევლად აიყვანა ეროვნული, ქართული ნიშნის მოსახლეობა ახალგორის რაიონსა და მთელი ქსნის ხეობის ზოლზე და სანამ ჩვენი ბედნიერი მთავრობა საახალწლო განცხრომაშია, ადამიანები იქ ფიზიკური გაგებით, იხოცებიან. უკვე ათია გარდაცვლილი, იმიტომ რომ ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. ონკო-პაციენტები დარჩენილები არიან ქიმიურ თერაპიული პროცედურების გარეშე, პენსიონერები ვერ იღებენ პენსიას, მოსახლეობას არ აქვს შეშა, არ არის პროდუქტები და ყველაფერ ამაზე ჩვენი ხელისუფლება ისე დუმს, თითქოს საქმე ეანტრაქტიდაზე, რაღაც სხვა სახეობათა პრობლემას ხეხბოდეს. აქედან, რუსული სამხედრო ბაზის არეალიდან მოვუწოდებ ევროპის კავშირს, რომელსაც ხელშეკრულებებით ეკისრება პასუხისმგებლობლობა აქ შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე! სასაწრაფოდ გამოყავით კომისია სანამ ხალხი ფიზიკურად გაწყვეტილა და ადგილზე ჩამოსვლით შეისწავლით ვითარება აქ _ ოძისში, ცხინვალსა და მოსკოვში. მოვუწოდებ სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მონრეალში! აკრძალეთ ფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ გაიხსნება ახალგორის გზა დანარჩენ საქართველოსკენ. და რა თქმა უნდა, მთაში და ქსნის ხეობაზეც ახალი წელი ყოველთვის ზეიმით აღინიშნებოდა ძველზე, დღევანდელ დღეს და მინდა ვუსურვი ჩემს ხალხს ახალგორში, ცხინვალის რეგიონში, ზნაურში, ოქონში, ჯავაში ძალიან მალე დამთავრებულიყოს ეს ოკუპაცია და მომავალ ახალ წელს ჩვენს შევხვერდროდეთ ერთად, გამთლიანებულ გაერთიანებულ საქართველოში და იმედი მაქვს ეს დღე მალე დადგებაა. სწორედ დღეს განაცხადა ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთმა მინისტრმ,ა რომ ძალიან მალე დაინიშნება ვლადიკავკაზი _ თბილისის საჰაერო რეისი. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს ვლადიკავკაზში, ისე როგორც ბესლანში, ჩემო მეგობრებო, როდესაც დავინახავთ რომ თქვენ ადამიანურად იქცევით, თქვენს ოკუპანტებს პირდაპირ ეუბნებით სათქმელს, საქართველოს ტერიტორიაზე არ გიჭირავთ თვალი და ქართულ მიწაზე გავლას არ გვიშლით, მერე დაინიშნება ვკლადიკავაზი _ თბილისის ავიარესიც და მერე გაიხსნება ჩვენი ურთიერთობის გზებიც. უმძიმესი ვითარებაა. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებისგან სრული სიმშვიდეა. ერთი განცხადება არ გაუგზავნიათ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოსაწვევად, ერთი საჩივარი არ შეუტანიათ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. თუ ჰიტლერმა მოაწყო ოსვენციმში, ადამიანთა სახოცი საკონცენტრაციო ბანაკი და გაზის კამერებში წვავადა ადამიანებს, პუტინმა აქ მოაწყო ოსვენციმი. მეტი რა ასაფუძველი უნდა ჰქონდეს ამ ჩვენი ვაი-მთავრობას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს და მსოფლიო დააყენოს ფეხზე?! სწორედ ამიტომ, რაც მალე მივიცილებთ ამ სამარცხვინო რეჟიმს, მით მალე დავიწყებთ დეოკუპაციას და ამლე დავბრუნდებით იქ, რაც ჩვენია. ეს უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ და იცოდნენ პირველ რიგში კრემლში, რომელმაც ეს საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო. საკონცენტარციო ბანაკის მომწყობებს ყოველთვის ნიურნბერგის ტრიბუნალი ელოდებათ“ , - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი