მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით სოფელ ნახუნავოს სტადიონზე ლელობურთში ჩემპიონატი ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე სპორტსმენებსა და მაყურებლებს ეს დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ყოფილმა რაგბისტმა, ალექსანდრე გრიგალავამ.
მოთამაშეებს მიესალმა ამ დღისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტში სპეციალურად ჩამოსული სტუმარი, ყოფილი რაგბისტი, გენერალი გიორგი სურმავა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თამაში პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გოჩამ გახსნა, ბურთი სიმბოლურად პირველი მან ააგდო. ერთმანეთს ჩოხატაურის ვეტერან რაგბისტთა გუნდი და ადგილობრივი ვეტერანები შეეჯიბრნენ. ამავე დროს, შეჯიბრება სოფელ ნახუნავოს ორი უბნის მცხოვრებლებს შორისაც შედგა. ვეტერან რაგბისტებთთან ერთად თამაშში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი რაგბიში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.
მისი თქმით, "ლელო ერთ-ერთი უძველესი, ეროვნული და ყველაზე საინტერესო თამაშია. ის ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, მაგრამ ბოლო 20-30 წელიწადია ლელოს აღარ თამაშობენ. სპორტის ამ ტრადიციული სახეობაში შჯიბრება, რომელიც აქამდე მივიწყებული იყო, 2014 წელს აღვადგინეთ და ის ყოველი წლის სექტემბრის პირველ შაბათ დღეს მოეწყობა. ეს საინტერესო სანახაობა ეროვნული სპორტის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. აუცილებელია, რომ ეს თამაში განვითარდეს საქართველოს ყველა კუთხეში", - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.
ჩემპიონატს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლელობურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კილასონია, მარტვილის პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია, სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. დღის ბოლოს დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.