საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება დაიწყო
14-01-2020, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილესთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან ერთად პირადად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა. 

 

 

2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება. თავდაცვის მინისტრის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებზე გამახვილდა. ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის გაუყინავი საქონლის ხორცით მარაგდება. სამინისტროს მიერ იგივე პირობები იქნება მოთხოვნილი ახალ კონსოლიდირებულ ტენდერშიც. კვებითი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. 

 

 

2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს. კვებითი მომსახურების სტანდარტების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასთან ერთად, განსაკუთრებით გამკაცრდა ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

 

 

კომენტარები: 1
#1   მარეხი
      
მოგესალმებით. მაინტერესებს პირუტყვის შესყიდვა ვის მიერ ხდება, მე მყავს პირადად და მინდა გავყიდო
17 იანვარი 2020 01:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი