კახა კალაძემ მერიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა
15-01-2020, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. 

 

 

კახა კალაძის თქმით, კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი და პრინციპული იქნება. 

 

 

„მინდა, გავაფრთხილო ყველა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ  თქვენი მიმართულებებით გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციის მხრივ, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით  ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, პრობლემებთან მარტო არავის დავტოვებთ. იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. იყო მაგალითები, თუ რა დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან მსგავს ფაქტებზე. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით პრევენციისთვის და ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი