გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა
15-01-2020, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში, ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სრულად გარემონტდა სამსართულიანი შენობა, განახლდა ინტერიერი, შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლის, საკანალიზიაციო და გათბობის ახალი სისტემები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, მოეწყო სკოლის ეზო და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა. ახლადრეაბილიტირებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

 

 

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სოფლისა და რეგიონის მოსახლეობას სოფელ ქვეშის სკოლის განახლება მიულოცა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან გავხსენით ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს პროექტი ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, ამერიკის საელჩოს ამ პროექტის განხორციელებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, განათლება და ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.“

 

 

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ფინანსურად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდმა უზრუნველყო აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში.

 

 

სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ქვეშში, კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა და სკოლის დირექტორი, ლელა ბიბილური.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი