საქართველოში, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალადობის, მუქარისა და იძულების დრო არ არის, ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქმედებისთვის, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ პირს, რომელიც ბაკურიანის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, არ იცნობს.
„ამ ქვეყანაში, ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის დრო ძალადობის, მუქარის და არც იძულების. ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქმედებისთვის. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ, არანაირი შემხებლობა არ მაქვს, პირველად დავინახე. ვიკითხე კიდეც მიმტანებთან, თუ ვინ იყო ეს ადამიანი. მათ მითხრეს, რომ არც თავად იცნობდნენ. ადგილობრივი მცხოვრები არ იყო“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ინციდენტში მონაწილე პირი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი არ არის.
„ეს ადამიანი, ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა „ქართული ოცნების“ პარტიაში. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ცდილობს, თემა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, თითქოს ეს ადამიანი 2017-18 წლამდე „ქართულ ოცნებაში“ იყო. ჩემი ინფორმაციით, ის იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი ერთ-ერთ რეგიონში 2014 წლამდე. ამის შემდეგ მას არანაირი შემხებლობა და კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს.
ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა არა ისეთ მდგომარეობაში, რომ გადაადგილებისას ვინმეს დახმარება დასჭირვებოდა. ის ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა. როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემზადებოდა, ვინაიდან ჩემმა მეუღლემ შენიშნა, რომ აგრესიული, ძალიან ცუდი მზერით იყურებოდა ჩემი მისამართით. როცა დავინახე სადაც დაჯდა, შევნიშნე რომ, თუ არ ვცდები, ორი ადამიანი, სავარაუდოდ შვილები ახლდა. მცირეწლოვნები არ იყვნენ. მას, ასევე, შეუერთდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩემი მიმართულებით ანიშნებდა რაღაცას. ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, პირი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, აგრესიით გამოირჩეოდა, რის გამოცა კაფის დატოვება იძულებით რამდენიმე ადამიანს მოუწია. ოხანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მას ხელში გარკვეული სახის საგნები ეჭირა.
„ეს ადამიანი იმდენად ბინძურად იქცეოდა, შეგიძლიათ, ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს ჰკითხოთ და გეტყვიან. ნაწილს კაფის იძულებით დატოვება მოუწია. ადამიანების ნაწილი წინ აღუდგა მას და მოუწოდებდა, გაჩერებულიყო, ვინაიდან კაფეში იყვნენ სხვა ბავშვები და არასრულწლოვნებიც, თუმცა ის სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. სხვათაშორის, ხელში გარკვეული საგნები ეკავა. იყო იმის რისკიც, რომ ამ ადამიანს გამოესროლა. მხოლოდ ეს ადამიანი იყო ასეთი აგრესიული და ვითარებას ყველანაირად ამწვავებდა, რა დროსაც ვფიქრობდი ოჯახის უსაფრთხოებაზე, რომ სიტუაციას გამერიდებინა, ვინაიდან ძალიან შეშინდნენ. ორი, ოთხი და ექვსი წლის შვილთან ერთად ვიყავი“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.