იგორ კოლომოისკი სააკაშვილზე: "როდესაც უალიკაპო ძაღლი ვიღაცას კბენს, საჭიროა ძაღლის დასჯაც და პატრონისაც"
06-09-2015, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს "მკბენარა ძაღლს" უწოდებს და მის საქართველოში გაგზავნას და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

 

 

უკრაინული მედიის ცნობით, ოლიგარქი სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ავიაგადაზიდვებთან დაკავშირებით. "როდესაც უალიკაპო ძაღლი ვიღაცას კბენს, საჭიროა ძაღლის დასჯაც და პატრონისაც", - განაცხადა კოლომოისკიმ და დასძინა, რომ ასეთ ცხოველებს, მსგავს შემთხვევაში, აძინებენ ხოლმე.

 

 

ყოფილი გუბერნატორი ამის ნაცვლად სააკაშვილის საქართველოში გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა, რათა, მისი თქმით, მან "იქ დაკბენილი ხალხისთვის პასუხი აგოს". "რაც შეეხება პატრონს, ჩვვენ გვესმის, ვინ არის ის", - განაცხადა ოლიგარქმა.

 

 

კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილი ნარკოტიკების მოხმარებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოდესის გუბერნატორმა თავისი სიტყვებისთვის სასამართლოს გზით ფულით უნდა აგოს პასუხი.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადაწყვეტილებებს იღებს არა უკრაინელი ხალხის, არამედ ადგილობრივი ოლიგარქების, კერძოდ კი, იგორ კოლომოისკისა და რენატ ახმეტოვის სასარგებლოდ. მისივე თქმით, იაცენიუკმა უარი თქვა ანგარიშის განხილვაზე სამგზავრო ავიაგადაზიდვების ღირებულებისა და სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელის, დენის ანტონიუკის საქმიანობის შესახებ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი