საერთოდ კოშმარია, რასაც NDI აქვეყნებს, ეს არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ განწყობაში საზოგადოებას ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების ჩაგდების საკითხმაც.
„თუ ამ ციფრებს ავიღებთ, როგორც მოცემულობას, ეს არის კატასტროფული ციფრები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ გინდა ქვეყანაში მასწავლებელი იყო, გამგეობაში ან პარლამენტში იმუშაო, ვინმე რომ მოვა და გკითხავს, რას ფიქრობო, უნდა უთხრა – კარგს. ეს არის მოცემულობა. ამიტომ, ასე მკაცრად მე NDI-ს კვლევებს მოცემულობად არ ავიღებდი. საერთოდ კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს, ეს არის სრული დეპრესიისა და სრული აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან. ამ განწყობაში საზოგადოებას ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების ჩაგდების საკითხმაც“ ,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.