თამაზ მეჭიაური: ხიდაშელი საქმიანობდა სარწმუნოების და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებებთან, მათ შორის თუთბერიძესთან
06-09-2015, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ “ენჯეოელ სოროსელს”, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც,” – ეს განცხადება პარლამენტში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გააკეთა.

 

 

ამ განცხადებას უამრავი კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მეჭიაურის განცხადებას ყველაზე მწვავედ თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.

 


გთავაზობთ თამაზ მეჭიაურთან ინტერვიუს, რომლითაც ის ოპონენტებს პასუხობს.

 

 

– ბატონო თამაზ, თქვენს განცხადებას ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა, მათ შორის, თქვენი გუნდის წევრების მხრიდან, ყველაზე კრიტიკული თინა ხიდაშელის განცხადება იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სირცხვილია. თქვენ რას ფიქრობთ?

 

 

– ჩემს განცხადებაში სამარცხვინო ვერაფერი ვნახე, ცუდ კონტექსტში არც ენჯეო მომიხსენიებია და არც სოროსელობა. რატომ იყო მისი მხრიდან ასეთი მკვეთრი რეაქცია, არ ვიცი. ამის შემდეგ გადავხედე ქალბატონი თინას საქმიანობას სოროსის ფონდში, რითაც ის ამაყობს, თუმცა საამაყო ვერაფერი ვნახე. თუნდაც იმიტომ რომ ის საქმიანობდა ბევრ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სარწმუნოების და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებებთან, მათ შორის თუთბერიძესთან. რომელმაც სახელი გაითქვა პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიით. მე არ მინახავს არც ქალბატონი თინას და არც სხვა კრიტიკოსების მხრიდან თუთბერიძის განცხადებებზე ასეთი მძაფრი რეაქცია. თეა თუთბერიძესთან თუ იყო და ეს ეამაყება, არ ვიცი. არასამთავრობოებს ცუდ კონტექსტში როგორ მოვიხსენიებდი, თვითონ ბიძინა ივანიშვილია ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი.

 


მე რომ მეთქვა, ბიძინა ივანიშვილმა მძღოლი აგვარჩევინა პრეზიდენტად-თქო, მძღოლებს უნდა მოეწყოთ აქცია? მე კომაროვის სკოლელი ვარ და ეკონომისტი, ვინმეს რომ ეთქვა, კომაროველი გახადა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ მერე ეს კაცი განუდგა და შეარცხვინაო, კომაროველებს ან ეკონომისტებს შეურაცხყოფად უნდა მიეღოთ? ყველამ კარგად გაიგო, რაც ვიგულისხმე, მაგრამ”რესპუბლიკელების” რამდენიმე წევრს თავი სხვაზე მეტი ჰგონია. წაიკითხეთ, რას წერს ლევან ბერძენიშვილი ჩემს განცხადებაზე. ბერძენიშვილი ამბობს: აქამდე ვიცინოდით თამაზ მეჭიაურის გამოსვლაზეო, ჩემი დაცინვა ყოფილა ნორმალური და ჩემს მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკება – არანორმალური. ბატონი ლევანისთვის და ზოგიერთი მათი თანამოაზრისთვის მისაღებია ქართველი კლასიკოსების კრიტიკა და ამ დროს ლამის ერეკლე დეისაძე მიაჩნიათ თანამედროვე კლასიკოსად. ასევე, მისი ძმა ნაპოლეონივით, რომ დადის რატომ ჰგონია თავი სხვაზე უკეთესი? როცა მისი თანაგუნდელი პატრიარქს აკრიტიკებდა, მაშინ თქვა ეს დემოკრატიული პროცესია და ყველას აქვს თუნდაც პატრიარქის კრიტიკის უფლებაო, გამოდის მის თანაგუნდელებს უფლება აქვთ აკრიტიკონ პატრიარქი, პრემიერი, ისინი ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებდნენ პრემიერობისას და მათ შორის ჩვენც. საკმარისია მათ ბუდეს ვინმე შეეხოს, თუნდაც სოროსი ახსენოს, მათი რეაქცია განსაკუთრეულია. ქალბატონ თინას შევახსენებ, რომ საკმარისი ფული აქვს მის დაცვას რომ მიხედოს, მითუმეტეს ჩემგან დასაცავი არაფერი სჭირს და მეტი დრო დაუთმოს მთავარი ფუნქციის შესრულებას. რაც შეეხება დავით ზურაბიშვილის განცხადებას, მას უთქვამს – თამაზ მეჭიაურისთვის “ენჯეოელი”, “სოროსელი,” “იეღოველი,” “სომეხი” და “პიდარასტი” დაახლოებით ერთი და იგივეაო, სომეხი მყავს უამრავი მეგობარი, ერთი სომეხი დამისახელოს, რომელსაც დავით ზურაბიშვილი სჯობს.

 

 

“ენჯეოელებზე” უკვე მოგახსენეთ, მის რანგს არ ვკითხულობ, არც იეღოველებთან მაქვს პროლემა თუ მართლმადიდებლებს არ შეგვეხებიან, დარწმუნეული ვარ არც პიდარასტებში იქნება მასზე ღირსეული ხალხის ნაკლებობა. ჩემს თანაგუნდელებსაც შეეძლოთ მოსულიყვნენ პარლამენტში და ეკითხათ, რა იგულისხმეო და საჯაროდ დავაზუსტებდი, რასაც ვგულისხმობდი. მათმა ნაწილმა შეურაცხყოფა მომაყენა. რესპუბლიკელებიდან კარგი ურთიერთობა მაქვს ნოდარ ებანოიძესთან, თემურ ნერგაძესთან, ფრიდონ საყვარელიძესთან, გიგლა აგულაშვილთან, თავად დავით უსუფაშვილთანაც. დანარჩენები კანში ვეღარ ეტევიან და ზევიდან უყურებენ კოლეგებს. არავის არ აქვს ისეთი დამსახურება, ვინმეს მენტორული ტონით ესაუბროს, მითუმეტეს დამამცირებელი.

 

 

– საზოგადოებამ აღიქვა, რომ თქვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეურაცხყავით…

 

 

– “ენჯეშნიკობაში” ცუდს ვერაფერს ვხედავ. ბიძინა ივანიშვილიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადღობელაშვილიც, სოზარ სუბარიც იყო, მაგრამ ქართველი კაცია და ჩემი მეგობარია. მამაძაღლობების გადაფარვა უნდათ ამით. ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება. სურთ, სხვა არასამთავრობოები აიყოლიონ, მაგრამ არავინ არ აჰყვება მაგათ დაგეგმილ პროვოკაციას. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მაგრამ ასევე არიან ენჯეოები, რომლებიც კაცმა არ იცის, საიდან ფინანსდებიან. თუთბერიძე რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს არ აკეთებს და მისი მოქმედება ყოველვე ეროვნულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველამ კარგად იცის, რას არ უწოდებს პატრიარქს, მაგაზე გამოვიდა ვინმე და შეაგროვა პეტიციები?

 

 

– თუ აპირებთ თქვენი განცხადების გამო ბოდიშის მოხდას?

 

 

– თუ რამე შემეშალა, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. მაგრამ აქეთ აქვთ ბოდიში მოსახდელი. ღირსეული კაცი თვითონ მოიხდის ბოდიშს.

 


წყარო: “ექსკლუზივ ნიუსი”

კომენტარები: 7
#7   Gia
      
ეს ვინმე მეჭიაური, ჟოფრე, ჭორიკანა იდიოტი მანვე გაიტანოს, ვინც შემოიტანა და დაგვიდო !!!!
9 სექტემბერი 2015 04:12
#6   რუსუდანი
      
საცოდავი თუთბერიძე თავის ამპლუაშია.
7 სექტემბერი 2015 15:23
#5   პიტერი
      
თამაზ მეჭიაური ვაჟკაცი კაცია და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ესეთი შვილები, შენ კი თეა თუთბერიძე ენა ჩაიწყვიტე და პირი გამოიბანე როცა პატრიარქს ახსენებ შე წაკლა ვირიშვილო.
7 სექტემბერი 2015 05:31
#4   ჯაბა
      
არ დაგავიწყდეს ბარამიძის, ბოკერიას და გაბაშვილის მითვლაც კაგებეშნიკების სიაზე: ხომ არ დაავიწყდათ, ეროვნული ხელისუფლების დასამხობად ძერჟინსკის და როსტოვის სპეცნაწილებს რომ მიუძღოდნენ მეგაფონებით ხელში? გლდანის ეკლესიის ბულდოზერით ლეწვა და მამაოს წვერით თრევა(თემურლენგიზაცია, ტროცკიზაცია... სხვა რამ კი არ უკეთებიათ წითლებს?); ლაფანყურში, ვლადიმერ ხუილოვიჩის საიუბილეო პადარკად ქისტი ბიჭების სისხლი არ გამოგრჩეთ "კრემლის მლეწველო რაინდებო"! "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის განახლება(ზვიადი მაგას შეეწირა და არ ქნა) და სამაჩაბლოს საბოლოო ჩამოწერა; დალის ხეობის ფედერალებზე გადაბარება; რამდენიმეწლიანი სარეკლამო რგოლი ეკრანებით, როგორ უნდა გაეცა ქართველ კაცს კრიმინალი სტუმარი ანონიმური ზარისა და 30 ვერცხლის სანაცვლოდ(თავის დროზე 8-ჯერ შეაწყდა საქართველო თემურ ლენგს, სტუმარი რომ არ გასცა)... ჩემი პირადი შეფურთხება როგორც"კაზანტიპურ ოცნებას", ისე "ხლისტ-ბუდარუხა-სანაცოსაც"(პარტიული ცოლით ჩერგოლეიშვილი). ან ერთს, ან მეორეს, რა ხელი გაქვთ საქართველოსთან! თქვენი მისამართია მულატკას საძილე ტომარა თქვენსავე ნაქებ ჯეობარში.
7 სექტემბერი 2015 05:27
#3   კოლხი
      
თუთბერიძე + ხიდაშელი ! ! ! დათვლილია თქვენი დღეები ! ! !
7 სექტემბერი 2015 03:02
#2   koba
      
))))))))))))))))))))
6 სექტემბერი 2015 18:10
#1   თეა თუთბერიძე
      
რა ბედნიერებაა, როცა ვინმე თამაზ მეჭიაურის მსგავსი ხელისუფლებაში მყოფი სუბიექტები ასეთი ფორმით მოგიხსენიებს. უთავმოყვარეო და უპრინციპო თინა ხიდაშელის გვერდით ჩემი სახელის და გვარის ხსენება, ვერ აღმაფრთოვანებს, მაგრამ ეს სუბიექტი, საბჭოთა პერიოდის თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული საგადასახადო ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი, დღეს კი ხელისუფლებაში მოკალათებული პუტინის მონის მონებიდან ერთ-ერთი მონა, მე რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, სარწმუნოების და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლს მიწოდებს, ეს არის დიდი პატივი ჩემთვის. როგორ მწარედ მოხვდათ თავის დროზე საბჭოთა ნომეკლატურის წარმომადგენლებს ილია მეორის KGB-ეს აგენტობაზე გაკეთებული განცხადებები ხვდებით ხომ? დღემდე ვერ ივიწყებენ მას და "პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიად" მოიხსენიებენ საბჭოთა სუკთან თანამშრომლობაში ილია მეორის მხილებას.
6 სექტემბერი 2015 15:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი