ოკუპირებულ აფხაზეთში საინტერესო პოლიტიკური ძვრები დაიწყო. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადააყენეს და თანამდებობისთვის კენჭისყრას ის აღარ აპირებს. საყურადღებოა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ მინისტრი, ე.წ. პარლამენტის გავლენიანი წევრი სერგეი შამბა თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ ქვეყნას შორის კონფრონტაცია უნდა დასრულდეს და საქართველოსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა შედეგეს.
“საჭიროა დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დალაგდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ამის მომხრე ვარ იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს ასეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა”, - აცხადებს სერგეი შამბა.
ასევე საინტერესოა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების რა პერსპექტივებს ხედავს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი“ გახტეს. მისივე განცხადებით სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, რა ფორმატში, მნიშვნელობა არ აქვს. მიმაჩნია არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. ვთვლი, რომ კონფლიქტების დარეგულირებისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და მაქსიმალური კოორდინაცია როგოც არასამთავრობო ასევე სამთავრობო უწყებებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით განისაზღვროს სახალხო დიპლომატიისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პრიორიტეტები. კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს პრობლემების დასახვას და გადაჭრის გზების მოძიებას; სახალხო დიპლომატიის აქტუალიზაციას და პოპულარიზაციას. ვთვლი, რომ აუცილებელია დღევანდელი დღის არსებული ინფორმაციის მოძიება და ანალიტიკური დამუშავება. მივმართავ ცენტრალურ ხელისუფლებას გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარე
ნუკრი ნოდია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.