არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს პროკურატურა უამრავ მნიშვნელოვან საქმეს ეფექტურად ახორციელებდა.
„იყო კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე. იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და საქმეები, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი. ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობი, ეს იყო ორგანიზებულ დანაშაულის შემთხვევები, არაერთი დანაშაული, ნარკოტრეფიკინგის შემთხვევები, სადაც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით, ამ საქმეებს ჩემი აზრით, ეფექტურად ახორციელებდა, ებრძოდა ამ დანაშაულს. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი. სტატუსები არ არის ყველზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემაც მაშინ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.