უკრაინის პრემიერ მინისტრი, ოლექსი გონჩარუკი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული განცხადება მან საკუთარ Facebook-ზე გააკეთა.
„თანამდებობაზე იმისთვის მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის გახსნილობის და წესიერების მაგალითია. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მისდამი პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით ეჭვები გავაქარწყლო, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე და პარლამენტში ამ საკითხის დასმა ვთხოვე. უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტს უპრეცედენტო ნდობა გამოუცხადა. მას აქვს სრული უფლება, შეაფასოს თავისი გუნდის თითოეული წევრის მუშაობის ეფექტურობა“, - წერს გონჩარუკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.