მამუკა მდინარაძე: „მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა“
17-01-2020, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კენჭისყრის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

მდინარაძის თქმით, ბადრი ბასიშვილის კენჭისყრა ფორმალური საკითხია.

 

 

„ჩვენ თითქმის საათზე მეტი ველოდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია ფორმალური, მაგრამ უფლებამოსილება თავისი შეესრულებინათ. უფლებამოსილება რომლის ფარგლებშიც, როდესაც ერთი დეპუტატი, რომელიმე პარტიის წარდგენილი ტოვებს პარლამენტის რიგებს, იმის ნაცვლად შემოდის მეორე. ეს ფორმალური საკითხია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მდინარაძე ეთანხმება კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას მოსაზრებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და ცხვენია, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულოს ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭიროს მწვანე ღილაკს.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, როცა ნომერ ხუთს ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენში, ნიშნავს ნიკა მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხარდაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს არის ამომრჩევლის ნება. მის რევიზიას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ფორმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის ჩემი აზრი, არავის შეიძლება არ უხაროდეს ეს ყველაფერი.  ვეთანხმები კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და ალბათ რცხვენიათ კიდეც, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს. ჩვენ განუმარტავთ მათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, რადგან არსებობს პროცედურული დემოკრატია. პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი