საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მარკო სოლდიკი და საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი ხათუნა ხუციშვილი.
მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის და იმ პროექტებისათვის, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობისა და ინკლუზიური განათლების კუთხით ერთობლივად განხორციელდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით დაიწყო.
განსაკუთებულად აღინიშნა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისათვის მობილობის ხელშეწყობის აუცილებლობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლიბის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.