თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მასშტაბურ საწარმოში, რომელიც საინვესტიციო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დაამზადებენ. საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.