დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებულ პირს ბრალი ორი მუხლით წარედგინა.
დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარასა და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ.
დაკავებულს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ქმედებას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ჩადენილს ძალადობის მუქარით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.