ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართავს და „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისაგან საქართველოს განგრძობადი გადახვევის“ გამო
19-01-2020, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის კონგრესის „რესპუბლიკელი“ წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს და „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

 

 


„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბოლოდროინდელ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც ხაზს უსვამდა შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარი ითქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე.

 

 

მიუხედავად საქართველოს პროგრესისა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებმა გამოავლინა განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიულ და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ში.

 

 

ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკულმა სოციალური მედიაკომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების ვრცელი ქსელი, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ავითარებდა ანტიდასავლურ გრძნობებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ.

 


ასეთი გაუარესებადი გარემო აისახა როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის მიღებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონზე, 2019 და 2020 წლებისთვის ზედიზედ ორ ყოველწლიურ საბიუჯეტო კანონზე, რომლებშიც ასახულია შეშფოთებები დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის პროგრესულ ანტაგონისტურ ქმედებებთან დაკავშირებით. პირველად, საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა საბიუჯეტო კანონებთან მიმართებაში აშშ-ის მთავრობისგან წარმოჩენილია უარყოფითად და სიფრთხილით.

 


ამ უარყოფითი ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტენდენციის შეჩერების ხელშესაწყობად, იზრდება შეშფოთების გაჟღერება და მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების განსახილველად. მე ვუერთდები ამ მოწოდებას რეფორმის შესახებ, საქართველოში სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტის ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში წარდგენით.

 


ვიმედოვნებ, რომ საქართველო განაგრძობს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ქართულ თარგმანსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   giorgi kviraia
      
ეს მარსიდან ხო არაა ახლაა საქარტველოში ანტიდემოკრატია? ძლივს თავისუფლად ამოვისუნთქეთ
19 იანვარი 2020 07:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი