არჩილ თალაკვაძე: „ვიხილეთ, როგორ ხარისხში ჰყავს აყვანილი გამოხატვის თავისუფლება დღევანდელ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო“
20-01-2020, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ აქცია, რომელიც სასტურმო "რედისონთან" მიმდინარეობს, აჩვენებს, თუ როგორი მიდგომა აქვს ახლანდელ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

 

 

„სიმბოლურია, რომ ეს აქციაც რეალურად აჩვენებს, თუ როგორი სტანდარტი და მიდგომა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ნახეთ, გამოხატვის თავისუფლება, თუ როგორ ხარისხში ჰყავს აყვანილი. ფაქტი ერთია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ჯგუფი და რეალურად „სირცხვილია“ არ მუშაობს,  ეს იყო კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის უფლება და პროტესტი, შეკრება, მანიფესტაცია. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამის გაკეთება იყო წარმოუდგენელი, ადამიანებს აპატიმრებდნენ, კლავდნენ ციხეში, დევნიდნენ იმის გამო, რაც ახლა ნახეთ პირდაპირ ეთერში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი