საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ დიპლომატს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობისთვის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მინისტრის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ეფექტურ პრაქტიკულ თანამშრომლობას ყველა საჭირო მექანიზმის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩეხეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.